logo
ENG



შოლცი მოუწოდებს პუტინს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და "დაასრულოს უაზრო მკვლელობები"

02 მაი 202220:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/gqcakaecnkcez84.jpg

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მიმართა, დაასრულოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და "უაზრო მკვლელობები".

ინდოეთის პრემიერმინისტრთან, ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა:

"მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლის მიღწევა არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, არამედ ეკონომიკური და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობებით".

ამასთან, გერმანიის კანცლერმა პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და აღნიშნა, რომ საზღვრები ძალადობის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.


close დახურვა